დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

იანვ20

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება

2019 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიებთან ერთობლივად გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, რომელის მიეძღვნა საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილი კოლეგების აკადემიის საპატიო წევრების:საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გენერალ- ლეიტენანტ გურამ გვეტაძის, უშიშროებისა და დაზვერვის დამსახურებული მუშაკის, პოლკოვნიკ გაიოზ ჩუბინიძის და შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკის, პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძის (რომელსაც 28 დეკემბერს 90 წელი შეუსრულდებოდა) ხსოვნას.

 
იანვ08

ნოველის წარდგენა მწერალთა სახლში

 

2019 წლის 15 დეკემბერს მწერალთა სახლში საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა აკადემიის მიერ გამოცემული ახალგაზრდა ავტორის ხათუნა(ხატია) ქარსელაძის ნოველის „თავისუფლების ლაბირინთში“ რომელიც დავით სუჯაშვილს მიეძღვნა საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სტუდენტები.

 
ნოე27

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა

2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა. აკადემიის წევრის - აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ზაურ ფხალაძეს.

 
ოქტ02

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტაჟირებაზე

სტაჟირების ვადა განისაზღვრება სამი თვით.

კონკურსი ტარდება იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს.

 
სექ05

2019 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა

 

აკადემიის წევრებმა საქართველოს პარლამენტში არჩევა მიულოცეს აკადემიის საპატიო წევრს, ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს ვლადიმერ (ლადო) კახაძეს. აკადემიის საპატიო დიპლომი გადაეცა ცნობილ სამართალდამცველსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე მიქაბერიძეს.

 
ივნ12

პროფესორ კრის ესკრიჯის მნიშვნელოვანი ვიზიტი

11 წლის წინ საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის “ახალგაზრდობა დანაშაულის წინააღმდეგ” ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელმა, აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა აშშ-ს კრიმინოლოგიურ საზოგადოებასთან, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კრის ესკრიჯი 2008 წლის 11 – 14 ივნისს ვიზიტით იმყოფებოდა ქ. თბილისში, შეხვდა პროექტის მონაწილეებს და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ – მასწავლებლებს და სტუდენტებს, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,კრიმინოლოგია და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები 21-ე საუკუნეში”. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დამადასტურებელი სიგელი გადასცა დოქტორ კრისტ ესკრიჯს, დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.

 



 
ივნ06

შეხვედრა პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და ჯეისონ ლისთან

შეხვედრა პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და ჯეისონ ლისთან

 
გვერდი 1 დან 12

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 25 სტუმარი 

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< დეკემბერი 2019 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»