პროფესორ კრის ესკრიჯის მნიშვნელოვანი ვიზიტი

ბეჭდვა

11 წლის წინ საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის “ახალგაზრდობა დანაშაულის წინააღმდეგ” ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელმა, აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა აშშ-ს კრიმინოლოგიურ საზოგადოებასთან, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კრის ესკრიჯი 2008 წლის 11 – 14 ივნისს ვიზიტით იმყოფებოდა ქ. თბილისში, შეხვდა პროექტის მონაწილეებს და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ – მასწავლებლებს და სტუდენტებს, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,კრიმინოლოგია და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები 21-ე საუკუნეში”. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დამადასტურებელი სიგელი გადასცა დოქტორ კრისტ ესკრიჯს, დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.