2020 წლის 13 თებერვლს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მე-7 სხდომა

ბეჭდვა



სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

აკადემიის წევრებმა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება მიულოცეს აკადემიის მეცნიერ-მკვლევარს ბადრი ნაჭყებიას.

  1. აკადემიის  წევრად -  აკადემიკოსად - არჩეულ იქნა  სამართლის დოქტორი  შენგელი ფიცხელაური;
  2. აკადემიის წესდების  მე 5 მუხლის შესაბამისი პუნქტის თანახმად დადგინდა წლიური საწევრო გადასახადი  35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
  3. დაიგეგმა 2020 წლის 29 მაისის საერთაშორისო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“  ჩატარება, აშშ-ს კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორ კრის ესკრიჯის მონაწილეობით.
  4. დაიგეგმა 2020 წლის 27 მაისს კრიმინოლოგიის საერთაშორისო სკოლის გახსნა და  ლექცია- ტრენინგის ჩატარება;
  5. დაიგეგმა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში პროექტზე „კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე და ზოგაგდად ინსტიტუციურ კულტურის ჩამოყალიბებაზე“ მონაწილეობის მიღება. პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, აკადემიის წევრებმა: გიმზერ ალანიამ, მიხეილ მამნიაშვილმა, თეიმურაზ ფაჩულიამ, პეტრე დაუთაშვილმა, ალექსანდრე მიქაბერიძემ, დავით გუგავას ხელმძღვანელობით.

 

სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ესწრებოდნენ  და საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ, აკადემიის წევრები, პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, მანანა ხვედელიძე, სალომე კაპანაძე, ავთანდილ ხაზალია, გელა ხუციშვილი, ზაურ ფხალაძე, თენგიზ ქავთარაძე, გიმზერ ალანია, მიხეილ მამნიაშვილი,თეიმურაზ ფაჩულია, პეტრე დაუთაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე, დავით გუგავა და აკადემიის მეცნიერ-მკვლევარი, ისტორიის დოქტორი ბადრი ნაჭყებია.