საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში

ბეჭდვა

2011 წლის 1 ივლისს, „ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში“ საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა) ატარებს საქართველოს პირად გუნდურ პირველობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში.

პირველობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახური, საქათველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

პირველობის მთავარ მსაჯად დამტკიცდა ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.