2019 წლის 16 აპრილს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სხდომა

ბეჭდვა



2019 წლის 16 აპრილს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სხდომა.

აკადემიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ ჟურნალ „კრიმინოლოგი-ს“ სარედაქციო კოლეგიის წევრის, აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის, გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძის ხსოვნას;

აკადემიის წევრის-აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალ-ლეიტენანტ, პროფესორ-ჯემალ გახოკიძეს.

სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  1. საგაზეთო წერილი „ღირსეული გენერალი - გურამ გვეტაძე  გახსენება“ - წარადგინეს სალომე კაპანაძემ და მალხაზ ბაძაღუამ;
  2. აკადემიის წევრად-აკადემიკოსად არჩეულ იქნა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია.
  3. განხილულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,კრიმინოლოგიის მნიშვნელობა სახემწიფოში და მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში’’ორგანიზაციული საკითხები: ა) კონფერენციის ჩატარების პროგრამა და ბ) ტექნიკური ღონისძიებები. გ) მოხსენებების თემატიკა; დ) კონფერენციის ჩატარების საორგანიზაციო ჯგუფის შექმნა, შემდეგი შემადგენლობით: მალხაზ ბაძაღუა, რომან შენგელია, მამუკა თავხელიძე, ირაკლი გაბისონია, დავით გუგავა, გელა ხუციშვილი, მაია ნადარეიშვილი, ჯემალ გაბელია, მერი მაისურაძე, მედეა ბაძაღუა-სანაიასი.

სხდომას ესწრებოდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიის წევრებმა: რომან შენგელიამ, ჯემალ გახოკიძემ, გიორგი თოდრიამ, თეიმურაზ მურღულიამ, თეიმურაზ ფაძულიამ, თეიმურაზ ბერიძემ, სალომე კაპანაძემ, გიმზერ ალანიამ, ვეფხვია გვარამიამ, მანანა ხვედელიძემ, მაია ნადარეიშვილმა, ავთანდილ ხაზალიამ, დავით გუგავამ, ჯემალ გაბელიამ, სოფო მიდელაშვილმა, ჯემალ ჯანაშაიამ, თენგიზ ქავთარაძემ, ასევე აკადემიის მეცნიერ-მკვლევარმა:ბადრი ნაჭყებიამ.

სხდომის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.