ახალგაზრდა იურისტის წარმატება

ბეჭდვა

2018 წლის  25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში თემაზე  ,,პარლამენტი შენი მეგობარი’’ ,  რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისა და სტუდენტების მხრიდან საინტერესო საკაონმდებლო ინიციატივისა და კანონპროექტის  მომზადებას გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტს - მერი მაისურაძეს, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ინსტიტუტის მკვლევარს , ნაშრომის - ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (1801 მუხლის ,,ქონების მოტყუებით დაუფლება’’ დამატება)’’ წარდგენისათვის გადაეცა სიგელი.