დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 
ორშაბათი, 13 მაისი 2019
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“ PDF ბეჭდვა Write e-mail
13.05.2019 09:25

 

2019 წლის 24-26 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურიერთობების ფაკულტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან ერთად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“, რომელიც ეძღვნება ფრანგი ექიმი-ანთროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგის“ შემოღების 140-ე წლისთავს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის; თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის; გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები; თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი მეცნიერ-მკვლევრები.

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია:

24 მაისი - პარასკევი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენციის მონაწილეების შეხვედრა და საჯარო ლექციები;

25 მაისი - შაბათი

კონფერენცია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში (თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული)

26 მაისი- კვირა

ექსკურსია სტუმრებისათვის თბილისსა და მცხეთაში.

 

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან: სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები.

Read more

2019 წლის 16 აპრილს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სხდომა PDF ბეჭდვა Write e-mail
13.05.2019 09:06



2019 წლის 16 აპრილს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სხდომა.

აკადემიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ ჟურნალ „კრიმინოლოგი-ს“ სარედაქციო კოლეგიის წევრის, აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის, გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძის ხსოვნას;

აკადემიის წევრის-აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალ-ლეიტენანტ, პროფესორ-ჯემალ გახოკიძეს.

Read more

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 374 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მაისი 2019 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»