მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“

ბეჭდვა


2020 წლის 26 ივნისს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახლობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“

კონფერენცია მისამსალმებელი სიტყვით გახსნა  და უძღვებოდა აკადემიკოსი, პროფესორი, დოქტორი გიორგი კვესიტაძე  - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.

კონფერენციიის მონაწილეებს მიესალმნენ :

-პროფესორი, დოქტორი მამუკა თავხელიძე -გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი.

-პროფესორი, დოქტორი კრის  ესკრიჯი (აშშ), ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტი.(ონლაინ ფორმათით)

-პროფესორი, დოქტორი მალხაზ ბაძაღუა, საქრთველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

მოხსენებებით გამოვიდნენ:

ვიქტიმოლოგიის არსი და მნიშვნელობა;

-ვიქტიმოგენეზი

-კრიმინოლოგიის როლი გლობალურ დონეზე;

ვიქტიმოლოგიის პრობლემები საერთაშორისო ტერორიზმის კონტექსტში.

COVID 19-ის პანდემიის ჭრილში პარლამენტის განსაკუთრებული როლი მსხვერპლთა დაცვის მიზნით.

– ვიქტიმოლოგიური პრობლემები საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკაში

-ვიქტიმოლოგიის ფილოსოფიური ასპექტები.

-დაზარალებულის პროცესუალური რეგლამენტაცია, როგორც ვიქტიმოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემა;

ვიქტიმოლოგიის არსი, მისი ადგილის განსაზღვრის პრობლემა, ეგრისის მეფე გუბაზ II-, ქართულ სინამდვილეში დღემდე ცნობილი პირველი ვიქტიმირების მსხვერპლი და მისი მკვლელობის საქმის სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგები.

დაზარალებულის რეგულციის პროცესუალური რეგლამენტაცია გერმანიისა და საფრანგეთის საპროცესო კანონმდებლობებში.

- ბულინგი სასკოლო ასაკის ბავშვებში .

- ვიქტიმოლოგია და მისი პოლიტიკური ასპექტები: საქართველოს გამოცდილება.

-აფექტირებული დანაშაული, როგორც ვიქტიმოლოგიური პრობლემა.

ვიქტიმოლოგიური პრევენციის საკითხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობაში

ვიქტიმური ქცევის კრიმინოლოგიური თავისებურებანი.

კონფერენციაზე განსახილველად ასევე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

– ოჯახური ურთიერთობების სამართლებრივი დაცვა: სახელმწიფოთა მხრიდან პირად ცხოვრებაში ჩარევის დაშვებადობის ფარგლები.

- დანაშაულის მსხვერპლი კრიმინოლოგიაში და დაზარალებულისაგან მისი გამიჯვნის საკითხები.

– უსაფრთხოების და ვიქტიმიზაციის პრობლემების ანალიზი საქართველოში 2010-2020 წლებში.

– ვიქტიმოლოგიის ადგილი და როლი სამართალწარმოებაში

მოხსენებების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ და  როინ მეტრეველმა, პროფესორებმა მინდა უგრეხელიძემ, ეკა ბესელიამ, დავით სუჯაშვილმა, მალხაზ ბაძაღუამ, ასევე ანზორ ჩუბინიძემ.

კონფეენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერ ებათა   ეროვნული აკადემიის  აკადემიკოსები:  აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და თამაზ შიკალაძე. ასევე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ შეაჯამა კონფერენციის შედეგები და წარმოადგინა სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მათ შორის ინიციატივა საქართველოს ვიქტიმოლოგიური საზოგადოების დაფუძნების აუცილებლობის შესახებ, ასევე მონაწილეებს აცნობა, რომ კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „კრიმინოლოგი“, ხოლო გამოთქმული მოსაზრებები და წინაადებები ეცნობება შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. დასასრულს მონაწილებს გადაეცათ კონფერენციის მონაწილეობის დამადასტრურებელოი სერტიფიკატები, ხოლო აკადემის წევრის დიპლომები პროფესორებს: მინდია უგრეხელიძეს, მამუკა თავხელიძეს, ბადრი ნაჭყებიას და ვახტანგ მაისაიას.