დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტის გადაწყვეტილება # 49

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

ქ. თბილისი                                                                                               3 ივნისი, 2021 წელი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - “საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის“ (შემდგომში -აკადემია) (ს/კ 405245809)  დამფუძნებელმა, მალხაზ ბაძაღუამ  (პ/ნ 01011005746) მივიღე გადაწყვეტილება  აკადემიის წესდებაში შევიდეს ცვლილებები და მოხდეს წესდების განახლებული რედაქციის დარეგისტრირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

აკადემიის წესდების 5.2.2. და 5.2.3. პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო 1.1; 1.8.2; 3.4; 5.2; 5.2.1; 5.3; 5.3.1; 5.6;  5.6.5; პუნქტებში   შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  1. „1.1. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ (შემდგომში-აკადემია) წარმოადგენს საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;“
  2. “1.8.2. ხელი შეუწყოს კრიმინოლოგიაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო, თეორიული და  პრაქტიკული საქმიანობის  განხორციელებასა და წახალისებას;“
  3. “3.4. საწესდებო მიზნების მისაღწევად დამფუძნებელს აქვს უფლება აკადემიაში შექმნას ან/და გააუქმოს სხვადასხვა მუდმივი ან დროებითი საბჭოები, კომისიები, სამუშაო ჯგუფები, ინსტიტუტები, დეპარტამენტები და პალატები; დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები.“
  4. “5.2. აკადემიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს/უცხო ქვეყნის მოქალაქე - აკადემიური  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;“
  5. “5.2.1. აკადემიის წევრი - აკადემიკოსი შეიძლება იყოს მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირი, რომელსაც 6 წელზე მეტი ხანია აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.“
  6. “5.3. აკადემიის საპატიო მეგობრის, საპატიო წევრის - საპატიო აკადემიკოსის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:“
  7. “5.3.1. იურიდიულ ან აკადემიური ხარისხის არ მქონე ფიზიკურ პირს,  რომელმაც საქართველოში ან საზღვარდარეთ თავისი საზოგადოებრივი და სამეცნიერო – პრაქტიკული საქმიანობით ხელი შეუწყო კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითერაბას.“
  8. “5.6. წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა/შეჩერება:“
  9. “5.6.5. აკადემიის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძველზე;“

 

დამფუძნებელ-პრეზიდენტი                                                                     მალხაზ ბაძაღუა

 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 626 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავნისი 2021 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»