2023 წლის სტუდენტთა კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტთა ეთიკის კონტექსტში“

ბეჭდვა

 

2023 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანელაძის სახელობის „პროფესიული განვითარების ცენტრში“, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ეკონომიური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტანტის სტატუსის ორგანიზაცია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტთა ეთიკის კონტექსტში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა.

საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სკოლების სტუდენტებთან, მათ შორის ბათუმის კამპუსში ჩატარდა სტუდენტთა სოციოლოგიური კვლევა, ანონიმურად, ანკეტური მეთოდის გამოყენებით ქართულ და ინგლისურ ენაზე.

კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პრაღის უნივერსიტეტში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას.

სტუდენტური კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი დაინტერესებისათვის მადლიერება გამოხატა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

კონფერენციას მედიატორობას უწევდა პროექტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის სტუდენტთა ომბუდსმენი, სამართლის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ ნაჭყებია.

კონფერენციაზე მოხსენებებით თავისუფლების, წესრიგის, პასუხისმგებლობის და ეთიკის საკითხებზე წარსდგნენ, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები:

კონფერენციის მონაწილეებს განსახილველად დაურიგდათ, პროექტის მონაწილეების მიერ შემუშავებული, ქართულ და ინგლისურ ენოვანი „უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის პროექტი“.

კონფერენციაზე განხილულ საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დამსწრე საზოგადოებამ, კონფერენციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, სტუდენტური ეთიკის კოდექსის პროექტი განსახილველად დაეგზავნება უნივერსიტეტის სკოლების სტუდენტებს.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სპეციალურ ნომერში.