პროფესორ დავით სუჯაშვილის ლექცია „პირველი დღე სამსახურში“

ბეჭდვა

 

2024 წლის 12 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო კურსის „კარიერული განვითარება“ ავტორის, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის ლექცია „პირველი დღე სამსახურში“.  სასწავლო კურს  ავტორი უნივერსიტეტის სტუდენტებს  წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

პროფესორმა დავით სუჯაშვილმა ლექციაზე შინაარსიანად წარმოადგინა თეორიული და პრაქტიკული ხასიათის მასალა, რეკომენდაციები საჯარო და კერძო სექტორში ახალდასაქმებულ თანამშრომლების სამსახურში პირველი დღის გამოწვევებთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, პროფესორ დავით სუჯაშვილს საჯარო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე სახელმძღვანელოს გამოცემისათვის, საინტერესო სალექციო კურსის მომზადებისა და საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის.