პროფესორ ოთარ გამყრელიძის გახსენება

ბეჭდვა

 

რამოდენიმე ხნის წინ 93 წლის ასაკში ჩვენი ქვეყნის იურიდიულ საზოგადოებას გამოაკლდა ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებლის პროფესორ თინათინ წერეთლის მოწაფე და საქმის ღირსეული გამგრძელებელი, ახალგაზრდა იურისტთა თაობების აღმზრდელი და მოამაგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე.

ღვაწლმოსილი მეცნიერი წლების მანძილზე მოღვაწეობდა თინათინ წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტში სამეცნიერო ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე აქტიურად თანამშრომლობდა „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზიების ცენტრთან“,  საპატიო აკადემიკოსის სტატუსით, ჩართული იყო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობაში, არჩეული იყო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად. სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით ავტორია არაერთი ღირებული სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიული კვლევისა და სახელმძღვანელოსი.

პროფესორი ოთარ გამყრელიძე თავისი მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით ყველა თაობისათვის საუკეთესო მაგალითია. მან თავისი ენერგია, განათლება, გამოცდილება საქართველოში სამართლიანობისათვის ბრძოლასა და ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდას მოახმარა.

ჩვენს ხსოვნაში ღვაწლმოსილი მეცნიერი დარჩება ქვეყნისა და ოჯახისათვის თავდადებულ პიროვნებათ.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელით,

აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა