2025 წლის 19 მაისს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ონლაინ ფორმატით გაეროს ვენის საერთაშორისო ცენტრში, მონაწილეობდა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის გენერალურ ასამბლეის მუშაობაში,
გენერალური ასამბლეის დღის წესრიგი მოიცავდა მიმდინარე წლის საქმიანობის მიმოხილვას, სამუშაო დოკუმენტების განხილვასა და 2025 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებს. ასამბლეის ფარგლებში განხილული იყო ალიანსის წლიური ანგარიში და გასული წლის ასამბლეის ოქმი, რომლებიც ხელმისაწვდომია ალიანსის ვებგვერდზე.
არჩევნები ჩატარდა ონლაინ პლატფორმაზე ElectionRunner-ის მეშვეობით, რომელშიც მხოლოდ სრულუფლებიანი წევრები მონაწილეობდნენ.
ჩვენის მხრივ გენერალური ასამბლეის მუშობაში მონაწილეობდა ალიანსის წევრი, გაეროს სპეციალური კანსულტანტის სტატუსის მქონე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დოქოტი თამარ ჩიკვილაძე.
აკადემიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.