
2025 წლის 24 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და ორგანიზებით საზეიმოდ გაიხსნა „ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტი“, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლიტერატურით არის აღჭურვილი.
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ:
ღონისძიების ინიციატორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც მადლიერება გამოხატა ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიმართ;
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონ მალიკ მურზალინი;
საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
იმავე დღეს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ყაზახეთის, როგორც „შუა ძალის“ როლი გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში“, მიძღვნილი ყაზახეთის რესპუბლიკის დღისადმი.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალიკ მურზალინი - „ქართულ - ყაზახური ურთიერთობის აქტუალური საკითხები“
პროფესორი ტალგატ კალიევი - „რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებაში ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის როლი“;
ვასილ პაპავა - „ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გამოწვევები ცენტრალურ აზიაში და მათ წინააღმდეგ ბრძოლა“;
ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია - „ყაზახეთი როგორც, ეთნიკური და რელიგიური სტაბილურობის მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცეში“;
ბექა ნაცვლიშვილი - „ყაზახეთის გადამწყვეტი როლი შუა დერეფნის პროექტის განხორციელებაში“;








