თსუ-ში წიგნის "ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება" პრეზენტაცია

ბეჭდვა

 

2026 წლის 25 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა წიგნის - „ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ადამიანის უფლებათა ექსპერტი, იურისტი ეკა ხუციშვილი, ხოლო სამეცნიერო რედაქტორია, თსუ-ს პრორექტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე.

წიგნი წარმოადგენს პირველ კომპლექსურ კვლევას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც აანალიზებს ხელოვნური ინტელექტის გავლენას სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ევროპული და ამერიკული სტანდარტების ჭრილში.

პრეზენტაციაზე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წიგნი თავისი შინაარსით აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნური ინტელექტი თავისი არსით წარმოადგენს ეფექტურ პოზიტიურ მოვლენას, ხოლო მისი პრაქტიკაში გამოყენებისას, ნეგატიური შედეგის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროებს კომპლექსურ კრიმინოლოგიურ კვლევებს, სამართლებრივ რეგულაციებში მოსაქცევად.