აკადემიის საერთო კრება მიძღვნილი პროფესორ გივი ინწკირველის 100 წლის იუბილეს

ბეჭდვა

 

 

2026 წლის 3 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ყოველწლიური საერთო კრება, მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კროსეპოდენტ, პროფესორ გივი ინწკირველის 100 წლის იუბილეს. კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უწმინდესი და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ილია II - ის ხსოვნას.

კრებაზე აკადემიის ახალ წევრებს, სამართლის დოქტორ კობა ბუაძეს, სამართლის დოქტორ ეკატერინე შენგელიას და ეკონომიკის დოქტორ ნოდარ გრძელიშვილს გადაეცათ აკადემიის ნამდვილი წევრის - აკადემიკოსის დიპლომები.

2025 წლის პირველი იანვრიდან, 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით აკადემიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ანგარიში წარადგინა აკადემიის დამფუძნებელმა - პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ გივი ინწკირველის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაზე მოხსენება გააკეთა აკადემიის წევრმა, პროფესორმა მანანა ხვედელიძემ.

აკადემიის წევრებმა განიხილეს ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე რეფორმების და უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის შეფასების სტანდარტები.

აკადემიის საერთო კრებაზე განხილულ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიის საპატიო წევრებმა: აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, შოთა ასათიანმა, ალექსანდრე მიქაბერიძემ, აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: რომან შენგელიამ, ჯემალ ჯანაშიამ, მარინე შაქარაშვილმა. კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.