დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ღირსეული მეცნიერი გიორგი ღლონტი

 

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კრიმინოლოგიის მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ამერიკისა და ევროპის კრიმინოლოგიის საზოგადოებების წევრი, ჟურნალ „კრიმინოლოგი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ღლონტი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა საქართველოში კრიმიოლოგიის მეცნიერების განვითარებას. იგი წლების განმავლობაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

პროფესორი გიორგი ღლონტი ავტორია სამართლისა და კრიმინოლოგიის არაერთი საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის მონოგრაფიული კვლევისა და სახელმძღვანელოსი. მისი ინიციათივით დაარსებულია საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებები: საქართველოს სამართლებრივი რეფორმების ინსტიტუტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი და სხვა.

პროფესორი გიორგი ღლონტი თავისი მოღვაწეობით ყველა თაობისათვის საუკეთესო მაგალითია. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი მეცნიერი. გამოჩენილი და თავდადებული მოღვაწეობისათვის მინიჭებული ჰქონდა „პოლიციის პოლკოვნიკის“ წოდება, დაჯილდოვებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით მათ შორის „ღირსების ოდენით“.

ქვეყნის, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე ვალმოხდილი წავიდა უკეთილშობილესი ადამიანი, მზუნველი მეუღლე და მამა, გულისხმიერი მეგობარი და კოლეგა.

ბატონი გიორგი ღლონტის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მის ახლობებს, მეგობრებსა და კოლეგებს შორის.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია

გრიგოლ რობაქაიძის სახელობის უნივერსიტეტი

 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 461 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავლისი 2021 >
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»