დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ივნ17

ამერიკელი პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია

 

2025 წლის 11 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორის კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“.

საჯარო ლექცია გახსნა, საპატიო სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე,

საჯარო ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა: ნიკა ჩაკვეტაძემ, ფეოდორე ქავთარაძემ, ანი სურმავამ, მარიამ ომიაძემ;

სტუდენტთა სახელით საინტერესო ლექციისათვის პროფესორ კრის ესკრიჯს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.

 
ივნ10

ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია

2025 წლის 11 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 106-ე აუდიტორიაში, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორის კრისს ესკრიჯის საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“

On June 11, 2025, in Room 106 of Grigol Robakidze University, a public lecture will be held by Dr. Chris Eskridge, Executive Director of the American Society of Criminology and Professor at the University of Nebraska, USA. The topic of the lecture is: “Organized Crime – Russian Cartels. The event is organized by the Law and Criminology Scientific Research Institute at Grigol Robakidze University

 
ივნ09

კოფერენციის პროგრამა

კოფერენციის პროგრამა

 
მაი23

ალიანსის გენერალურ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა

 

2025 წლის 19 მაისს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ონლაინ ფორმატით გაეროს ვენის საერთაშორისო ცენტრში, მონაწილეობდა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის გენერალურ ასამბლეის მუშაობაში,

გენერალური ასამბლეის დღის წესრიგი მოიცავდა მიმდინარე წლის საქმიანობის მიმოხილვას, სამუშაო დოკუმენტების განხილვასა და 2025 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებს. ასამბლეის ფარგლებში განხილული იყო ალიანსის წლიური ანგარიში და გასული წლის ასამბლეის ოქმი, რომლებიც ხელმისაწვდომია ალიანსის ვებგვერდზე.

 
მაი13

საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა

 

2025 წლის 8 მაისს გაიმართა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის წევრების შეხვედრა ონლაინ ფორმატში.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიაწოდეს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) სამდივნოს ინფორმაციული მოხსენება დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიაზე და ამავე კომისიის 34-ე სესიის შესახებ.

ონლაინ კონფერენციის მუშობაში მონაწილეობდა ალიანსის წევრი, გაეროს სპეციალური კანსულტანტის სტატუსის მქონე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიანტი, მაგისტრანტი ნიკოლოზ ნაჭყებია.

 
აპრ14

„ქართული TV“-ს ტელევიზიის საავტორო გადაცემა

2025 წლის 9 აპირილს „ქართული TV“-ს ტელევიზიის საავტორო გადაცემაში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსების: პროფესორ პოლიკარპე (თემურ) მონიავასა და პროფესორ მიხეილ მამნიაშვილის დამოკიდებულება აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

გადაცემის ბმული: https://youtu.be/8uKpgJNla-0?si=PBqNkUFayxMc_euP

 
აპრ04

პროფესორ ოთარ გამყრელიძის გახსენება

 

რამოდენიმე ხნის წინ 93 წლის ასაკში ჩვენი ქვეყნის იურიდიულ საზოგადოებას გამოაკლდა ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებლის პროფესორ თინათინ წერეთლის მოწაფე და საქმის ღირსეული გამგრძელებელი, ახალგაზრდა იურისტთა თაობების აღმზრდელი და მოამაგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე.

 
გვერდი 5 დან 30

ჩვენი პარტნიორები





საიტზე იმყოფება

 187 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავლისი 2026 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»