დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

აგვ28

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“.

 
ივნ28

კვირეული - „კრიმინოლოგია აშშ & საქართველო“

2022 წლის 20-25 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რიბაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მასპინძლობით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.

 
ივნ19

კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში

 
ივნ05

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კონცეფციის აკადემიურ სივრცეში განხილვა

2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ“ განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევიუთ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროეაქტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

 
მაი21

აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე 80 წლისაა

ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი თინათინ წერეთელი სიამაყით აღნიშნავდა: "მინდია უგრეხელიძე იღბლიანი შემთხვევაა: ის გახლავთ შრომაზე გამრავლებული ტალანტი, ამასთან საოცარი წარმატება აქვს როგორც ლექტორს." სახელოვანი მეცნიერის აღზრდილსა და მისი საქმიანობის გამგრძელებელს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩეველს- ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს ვულოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად არჩევას და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

 
აპრ18

იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირება აუცილებელია

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერეო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობით 2021 წლის 10 დეკემბრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით ახორციელებს პროექტს: "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ". პროექტს ხელმძღვანელობს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
აპრ05

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება

 

2022 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება. აკადემიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში, რომელიც წარადგინა აკადემიის დამფუძნებელმა - პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ (ანგარიში თან ერთვის).

 
გვერდი 6 დან 21

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 368 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< სექტემბერი 2020 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»