ჟურნალ „კრიმინოლოგის“ საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია

ბეჭდვა

 




2017 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N1 (11–12) გამოცემიდან 10 წლის საიუბილეო ნომრის წარდგენა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი კრიმინოლოგების, პროფესორების ზაურ წულაიასა და ანზორ გაბიანის ხსოვნას, ინსტიტუტისა და ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ცალკეულ ავტორთა პროფესორების რომან შენგელიას, გურამ ნაჭყებიას, კრის ესკრიჯის, მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ ბაძაღუას, ჯემალ გაბელიას და დოქტორანტ დავით სუჯაშვილის სამეცნიერო შრომებს. შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულის მუშაკების ოთარ კვაჭაძის და რევაზ ჭანტურიას ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე.

რუბრიკით “ახალი წიგნი“ გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ღლონტის წერილი, პროფესორ ეკა ბესელიას წიგნზე “ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“.

 

ჟურნალში რუბრიკით „გამოსათხოვარი“ გამოქვეყნებულია ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პოლიციის გენერალ–მაიორის რომან გვენცაძისა და საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ–მაიორის ანზორ მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილები.

ასევე, რუბრიკით „მილოცვები“ გამოქვეყნებულია პროკურატურის დამსახურებული მუშაკის, იუსტიციის უფროსი მრჩევლის ელგუჯა ბადრიძის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პოლიციის გენერალ–მაიორ დავით სალარიძის, შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკის, პოლიციის პოლკოვნიკ, პროფესორ ჯემალ გაბელიას,  შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკის, პოლიციის გენერალ–მაიორ, სამართლის დოქტორ თემურ მურღულიას საიუბილეო თარიღებთან და ასევე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევასთან დაკავშირებული მისალოცი წერილები.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მამუკა თავხელიძე

ჟურნალის საიუბილეო ნომრის შესახებ ისაუბრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მთავრმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ

წარდგენას დაესწრნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრებმა:

პროფესორმა რომან შენგელიამ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ემირიტუსი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარმა კონსულტანტი; პროფესორმა მარინა კვაჭაძემ – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; პროფესორმა გიორგი თოდრიამ – დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი; ცირა ჭანტურიამ – „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის  ხელმძღვანელი;

ასევე: პროფესორმა მარინა შაქარაშვილმა; ალექსანდრე მიქაბერიძემ – პოლიციის პოლკოვნიკი; ზურაბ ხაჩიძემ - საქართველოს სამსახურეობრივ - გამოყენებითი სპორტის ფედერაციის თანადამფუძვებელი; პროფესორმა გიორგი შოშიაშვილმა; თენგიზ ქავთარაძემ - სამართლის მაგისტრი; მედეა ბაძაღუა-სანაიამ - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; პროფესორმა ნინო ქემერტელიძემ - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; ზაირა მესხმა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საფინანსო სამსახური უფროსი; ილია რუსიამ - საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი; ბადრი ნაჭყებიამ - ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; პროფესორმა ზაურ ფხალაძემ; პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტსა და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას მადლობა გადაუხადეს:

დავით წულაიამ – პროფესორ ზაურ წულაიას შვილი; ლეილა ბადრიძემ - ელგუჯა ბადრიძის შვილიშვილი; თემურ მურღულიამ – საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკი, პოლიციის გენერალ – მაიორი, სამართლის დოქტორი