ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის პრეზენტაცია

ბეჭდვა

2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ სამეცნიერო შრომებს.

ჟურნალის წარდგინებას ესწრებოდნენ:

- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: გიორგი კვესიტაძე-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, როინ მეტრეველი-ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რამაზ ხუროძე- ეროვნული აკადემიის აკადემიკოს მდივანი, ელიზბარ ჯაველიძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და თამაზ შილაკაძე;

- ჟურნალში გამოქვეყნებული შრომების ავტორები, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები,პროფესორები: მალხაზ ბაძაღუა-საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; მინდია უგრეხელიძე, დავით გუგავა, მიხეილ მამნიაშვილი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, გიმზერ ალანია, ვახტანგ მაისაია, მიხეილ ბაძაღუა, ბადრი ნაჭყებია. ასევე, პროფესორი ყარამან ფაღავა, თამთა წირქვაძე -კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე-საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური ,სამსახურის უფროსი.

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ჟურნალ “კრიმინოლოგის“ XV ნომრის გამოცემა მიულოცა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა.

ჟურნალი წარადგინა პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ-ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა.

ჟურნალისა და მასში გამოქვეყნებული ნაშრომების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, პროფესორმა პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, თამთა წირქვაძემ.

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ- წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელმა, წმინდანების დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ხატი გადასცა აკადემიკოსებს: გიორგი კვესიტაძეს, როინ მეტრეველს და გენერალ-მაიორ ანზორ ჩუბინიძეს-რომელსაც ასევე გადაეცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი.