ჟურნალ "კრიმინოლოგის"' მეოთხე ნომრის პრეზენტაცია

ბეჭდვა

2009 წლის 11 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში ჩატარდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით გამოცემულ ჟურნალ "კრიმინოლოგის" მეოთხე ნომრისა და "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების" ცენტრის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები, სარედაქციო კოლეგიის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების კრიმინოლოგიის მიმართულების ლექტორები, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები.
სიტყვით გამოვიდნენ:









გამომსვლელებმა დადებითად აღნიშნეს ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' მეოთხე ნომრის გამოსვლა და გადაწყდა ჟურნალის გარშემო, კრიმინოლოგიის განვითარებისათვის, ჩამოყალიბდეს ამ დარგით დაინტერესებული პედაგოგების, მეცნიერების და პრაქტიკოსების სადისკუსიო კლუბი.

ასევე პრეზენტაციაზე დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცეს დანაშაულობისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობისა და ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' სარედაგციო კოლეგიის წევრს, თადარიგის პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად არჩევა მიულოცა ბატონ ოთარ კვაჭაძეს და გადასცა საპატიო პროფესორის დიპლომი.

პეზენტაციის მონაწილეებს გადაეცათ ჟურნალ ,,კრიმინოლოგის'' მეოთხე ნომერი.