სხდომამ განიხილა შემდეგი საკითხები:
- საქართველოში უკანასკნელ წლებში გამოცემული „კრიმინოლოგიის“ სახელმძღვანელოების შესახებ. (მომხსენებლები: დავით გუგავა, მალხაზ ბაძაღუა);
- საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ცვლილებებზე პროექტი. (მომხსენებლები: თამარ ჩიკვილაძე, დავით გუგავა);
- დანაშულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილის აღნიშვნის შესახებ. (მომხსენებელი მალხაზ ბაძაღუა);
- საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამკერდე ნიშნის დაწესების შესახებ. (მომხსენებელი მალხაზ ბაძაღუა)
სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ესწრებოდნენ და საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ, აკადემიის წევრები, პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, რომან შენგელია, ავთანდილ ხაზალია, დავით გუგავა.