დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

დეკ01

International Conference

 

On 21 November 2024, the Georgian Academy of Criminology Sciences participated in a high-profile conference organized by the United Nations. The event was orchestrated by Lisa Hartvelt, the Director of External Relations and Communications at the Wildlife Justice Commission. The conference covered topics on crimes that affect the environment. Particularly, the UN resolution of 18 October 2024, which addresses enhancing measures to prevent and combat crimes that affect the environment, was discussed at the conference. The President of the Georgian Academy of Criminology Sciences, Proffesor. Malkhaz Badzagua, attended the conference.

 

Currently, the Academy is engaged in an in-depth research project titled "The Influence of Environment on Crimes." In light of this ongoing research, the Academy resaercher Mariam Sharia took the initiative to introduce and discuss this pertinent topic during the conference, aiming to shed light on the intricate relationship between environmental factors and criminal activities.

 
ნოე12

აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობა

 

გაეროს სპეციალური კონსულტანტისა და ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის წევრის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, 2024 წლის ოქტომბერს შეუერთდა გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის (UNTOC) მე-12 კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენ დეკლარაციას.

 
ოქტ30

პროფესორი მალხაზ ბაძაღუა საქართველოს საპატრიარქოს სიგელით დაჯილდოვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის დაარსებისა და მისი ფუნქციონირებისათვის გაწეული შრომისათვის წმინდა გიორგის ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი-რექტორი, ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ რედაქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა დაჯილდოვდა საქართველოს საპატრიარქოს სიგელით.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტს საპატიო ჯილდოს.

 

 
ოქტ27

ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, სამართლის დოქტორმა რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გახსნა.

სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს – ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს; ამასთან, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი.

მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები, უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.

ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები, სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
ოქტ11

ჭყონდიდელობა მარტვილში

 

2024 წლის 25 სექტემბერს მარტვილის რაიონში ჭყონდიდელობის საეკლესიო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას უძღვებოდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა). წირვას ესწრებოდა ეკლესიის მრევლი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
ოქტ07

Internation Recognition



Dear Georgian Academy of Criminological Sciences,

I am pleased to inform you, that the Board of the Alliance has accepted your membership application. The Georgian Academy of Criminological Sciences has been granted ordinary membership status.

Programme Coordinator Tobias Krachler

The Alliance of NGOs on Crime Prevention & Criminal Justice

 

 
სექ21

Dear Republic of Georgia Colleagues

 
გვერდი 2 დან 25

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1823 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< იანვარი 2025 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»