დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

იანვ24

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს

 

ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას და ისტორიულ ინაუგურაციაზე ფიცის დადებას. დონალდ ტრამპის პოზიცია აშშ - ის პრეზიდენტის თანამდებობიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით კრიმინოლოგებისათვის, პლანეტაზე მშვიდობის, სტაბილურობის, წესრიგის, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის დასამკვიდრებლად.

გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

პროფესორი

მალხაზ ბაძაღუა

 
იანვ05

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს და აკადემიის მეგობრებს!

ძვირფასო კოლეგებო,

8 წლის წინ, 2017 წლის 27 დეკემბერს დაფუძნდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც შემდგომ მიენიჭა გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსი.

ამ დღესთან დაკავშირებით ამოქმედდა „ფეისბუქ გვერდი“ სახელით: „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“

ბმული : https://www.facebook.com/profile.php?id=61571400981989

გილოცავთ, დამდეგ შობა-ახალ წელს - 2025

გისურვებთ წარმატებებს!

აკადემიის სახელით,
დამფუძნებელი - პრეზიდენტი,
პროფესორი
მალხაზ ბაძაღუა

 
დეკ25

სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში

2024 წლის 6 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერისტეტის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა. უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

ინსიტუტი თანამშრომლობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან. ინსტიტუტის წევრები არიან ასოცირებული პროფესორები: დავით გუგავა, დავით სუჯაშვილი, მიხეილ ბაძაღუა, ბადრი ნაჭყებია. ასევე ინსტიტუტის კვლევითი სტიპენდიანტია, სამართლის სკოლის მაგისტრანტი ნიკოლოზ ნაჭყებია, ინსტიტუტის სტაჟიორია, სამართლის სკოლის სტუდენტი თამაზ მარიამული. ანგარიში მოიცავდა 2023 წლის ივლისიდან, 2024 წლის დეკემდე პერიოდს. ინსტიტუტის მიერ გაწეულ საქმიანობა ასახულია ინსტიტუტის მუშაობის ანგარიშში, რომელიც თან ერთვის.

ინსტიტუტის ანგარიშს გაეცნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და აკადემიური საზოგადოება. წარდგენილი ანგარიში დადებითად შეფასდა.

 
დეკ17

ვულოცავთ ღირსეულ მამულიშვილს მორიგ წარმატებას

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს სამართლის დარგის გამორჩეულ მეცნიერსა და პრაქტიკოსს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს შენგელი ფიცხელაურს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩევას. ვუსურვებთ წარმატებებს სამეცნიერო-შემოქმედებით და პრაქტიკულ საქმიანობაში, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!

აკადემიის სახელით, აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

 
დეკ16

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი აკადემიის საქმიანობის შესახებ

2024 წლის 29 ნოემბერს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემისთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან მემორანდუმების საფუძველზე 2019–2024 წლებში, სამართალსა და კრიმინოლოგიაში ერთობლივად განხორციელებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობის შესახებ.

 
დეკ01

პროფესორ მიხეილ მამნიაშვილის ახალი ნაშრომი

 

2024 წელს საზოგადოებისათვის ცნობილი სამართალმცოდნე პრაქტიკოსისა და მეცნიერის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის მიხეილ მამნიაშვილის ნაშრომი „საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი: ზოგადი ნაწილის თავისებურება და განვითარების ტენდენციები“ წიგნად გამოიცა „იურისტების სამყაროს“ მიერ.

ნაშრომში ახლებურადაა გადმოცემული სისხლის საპროცესო სამართლის ცნება, სისხლის საპროცესო სამართლის ის ინსტიტუციები თუ ცალკეული პროცესუალური საკითხები, რომლებიც მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა შემოგვთავაზა.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგასა და მეგობარს პორფესორ მიხეილ მამნიაშვილს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია

 
დეკ01

საერთაშორისო კონფეენცია

2024 წლის 21 ნოემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ როგორც გაეროს სპეციალურმა კონსულტანტმა მონაწილეობა მიიღო დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის ორგანიზებულ მაღალ-პროფილურ გაეროს კონფერენციაში. კონფერენცია ორგანიზებული იყო ვაილდლაიფის მართლმსაჯულების კომისიის საგარეო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორის ლისა ჰარტველტის მიერ, კონფერენციაზე „გარემოზე მოქმედი დანაშაული“ განხილული იყო გაეროს 2024 წლის 18 ოქტომბრის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაძლიერებულ ზომებს იმ დანაშაულის პრევენციისთვის რაც ზეგავლენას ახდენს გარემოზე. ონლაინ კონფერენციას მუშობაში მონაწილეობდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 

ვინაიდან აკადემია ატარებს კვლევას „გარემოს ზეგავლენა დანაშუალზე“. შესაბამისად, კონფერენციაზე აკადემიის მკვლევარმა მარიამ შარიამ დასვა საკითხი გარემო ფაქტორებსა და კრიმინალურ ქმედებებს შორის არსებული პრაქტიკის გაცნობის მიზნით.

 
გვერდი 1 დან 25

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1237 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< იანვარი 2025 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»