დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საერთაშორისო კონფერენცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018 წლის 29-30 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ“-ში ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები”

რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავს.

კონფერენცია ინიცირებული და ორგანიზებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ.

კონფერენციის პლენარულ და სექციურ სხდომებზე მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ მეცნიერები: გერმანიიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, არგენტინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, კორეიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მათ შორის აქტუალურ პრობლემებზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა:

  • პროფ. დოქტ. მალხაზ ბაძაღუამ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი,

პროფ. დოქტ. ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება - „აგრესიული სეპარატიზმი - ჯგუფური დანაშაულობის ევოლუციის უმაღლესი ფაზა.“

  • პროფ. დოქტ. ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება - „საუნივერსიტეტო დიპლომატია - კონფლიქტის დარეგულირების საშუალება“

  • პროფ. დოქტ.ჯემალ გახოკიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მოხსენება - „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები.“

  • პროფ. დოქტ. ავთანდილ ხაზალიამ -სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება - „ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების შესახებ.“

  • პროფ. დოქტ. ვეფხვია გვარამიამ - სოხუმის სახელმწოფო უნივერსიტეტი

მოხსენება - „გენოციდისა და ომის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის პრობლემები დროში, სივრცეში და პირთა მიმართ საქართველოს მაგალითზე.“

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 931 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2018 >
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»