დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

თამაზ ბაძაღუასადმი მიძღვნილ კრებულის „დრო და ილუზიები“ წარდგენა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

6 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93-ე (ამჟამად 206-ე) აუდიტორიაში ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელის აკადემიის თაოსნობით გაიმართა ტრაგიკულად გარდაცვლილ პოეტ, დრამატურგ და მთარგმნელ თამაზ ბაძაღუასადმი მიძღვნილ კრებულის „დრო და ილუზიები“ წარდგენა.

წიგნის იდეის ავტორი, შემდგენელი და გამომცემელია მალხაზ ბაძაღუა. რედაქტორები: როსტომ ჩხეიძე და უჩა შერაზადიშვილი. მხატვარი დავით ბაძაღუა.

წიგნის წარდგენა გახსნა და უძღვებოდა მწერალი როსტომ ჩხეიძე. მწერალი გაიხსენეს და წიგნთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო გვენეტაძემ, პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, მწერალმა გურამ ბათიაშვილმა, პროფესორმა მარინე ტურავამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ, ლიტერატორმა ნიკოლოზ სანებლიძემ, პოეტმა ბადრი ქუთათელაძემ, პოეტმა ერეკლე საღლიანმა და საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ.

სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის აკადემიის თანადამფუძნებელმა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 913 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მაისი 2021 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»