დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2019 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიებთან ერთობლივად გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, რომელის მიეძღვნა საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილი კოლეგების აკადემიის საპატიო წევრების:საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გენერალ- ლეიტენანტ გურამ გვეტაძის, უშიშროებისა და დაზვერვის დამსახურებული მუშაკის, პოლკოვნიკ გაიოზ ჩუბინიძის და შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკის, პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძის (რომელსაც 28 დეკემბერს 90 წელი შეუსრულდებოდა) ხსოვნას.

შეკრების მონაწილეებს მიესალმა, აკადემიის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ანგარიში წარმოადგინა, აკადემიის წევრმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავჯდომარემ,პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ.

წლიური ანგარიშები წარუდგინეს საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც აკადემიის გაწეული საქმიანობის ანგარიშთან ერთად აკადემიის წევრებს წარუდგინა ახლად გამოცემული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „კრიმინოლოგი“ მე-14 ნომერი. მან საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრისა და საპატიო წევრის დიპლომები გადასცა, პროფესორებს ეკა ბესელიას, სოფიო მიდელაშვილს, შოთა ფაფიაშვილსა და იგორ კვესელავას.

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეგობრის სტატუსის მქონე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მის დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას 2019 წელს აკადემიის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებასა და ჟურნალის გამოცემაში მხარდაჭერისათვის, ამასთანავე ფაკულტეტს გადასცა მის მიერ გამოცემული ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი „მასალები ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისათვის“

აკადემიის წევრებს მიესალმნენ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი საქართველოს პარლამენტარები ეკა ბესელია და ვლადიმერ (ლადო) კახაძე.

 

აკადემიის საერთო კრებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები: აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი რომან შენგელია, პროფესორები: გიორგი ღლონტი, თემურ ბერიძე, მანანა ხვედელიძე, მაია ნადარეიშვილი, მიხეილ ბაძაღუა, დავით გუგავა, პეტრე დაუთაშვილი, პოლიკარპე (თემურ ) მონიავა, სოფიო მიდელაშვილი, ეკა ბესელია ვლადიმერ (ლადო )კახაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, იგორ კვესელავა, ჯემალ გახოკიძე, მიხეილ მამნიაშვილი, გიმზერ ალანია, ავთანდილ ხაზალია, ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, ჯემალ ჯანაშია, შოთა ფაფიაშვილი.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში

(2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე)

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას 2019 წლის 27 დეკემბერს დაფუძნებიდან ორი წელი შეუსრულდა. სასიხარულოა, რომ მეორე საანგარიშო კრებას აკადემია საქართველოს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიებთან ერთობრივად ატარებს.

ჩვენი მხრიდან აკადემიის საერთო კრება გვინდა მივუძღვნათ საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას. დღეს, 2019 წლის 28 დეკემბერს საქართველოს კირიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრს, პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალების გამო აკადემიის რიგებს გამოაკლდა აკადემიის საპატიო წევრები: საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი გურამ გვეტაძე (2019 წლის მაისი) უშიშროებისა და დაზვერვის დამსახურებული მუშაკი, პოლკოვნიკი გაიოზ ჩუბინიძე (2019 წლის ოქტომბერი), რასაც აკადემიამ გაზეთ „საქართველოს რეპუბლიკაში“ სამძიმრის წერილები მიუძღვნა.

წესდების თანახმად საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ იქნა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს 3 სხდომა, მიღებულ იქნა დამფუძნებელ-პრეზიდენტის 18 გადაწყვეტილება. აკადემიის წევრად არჩეულია 6 მეცნიერი, საპატიო წევრად- საპატიო აკადემიკოსად 11 წევრი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აშშ-დან პროფესორები, დოქტორები: კრის ესკრიჯი, მიანჰუნ რო, ჯი-სან ლი და რუსეთის ფედერაციიდან პროფესორი, დოქტორი ვიტალი კვაშისი.

წესდების თანახმად საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსი მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, რომლის განსაკუთრებული მხარდაჭერით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 24-25 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით და ამერიკის კრიმონოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით ერთობლივად ჩატარადა საერთაშორისო- სამეცნიერო კონფერენცია - „კრიმინოლოგის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი აკადემიის მთლიანმა შემადგენლობამ, ქვეყნის 11 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 23-მმა წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრებმა.

კონფერენციაზე გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები გაიგზავნა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან (2019 წლის 14 აგვისტო), სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, ბატონ ანზორ ჩუბინიძესთან (2019 წლის 30 ნოემბერი), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბატონ ვახტანგ გომელაურთან (2019 წლის 30 ნოემბერი) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ბატონ გიორგი ლილუაშვილთან (2019 წლის 30 ნოემბერი).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა საერთაშორისო-სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი- „კრიმინოლოგი“ მე-14 ნომერი, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. რომლის ელექტრონული ვერსია განთავსებული იქნება ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების ვებ-გვერდზე. დღეს აკადემიის წლიურ ანგარიშთან ერთად აღნიშნული ჟურნალის პრეზენტაციასაც მოვახდენთ.

2019 წლის 24 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატიო მეგობრის სტატუსი მიანიჭა ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, ქალბატონ ვიქტორია სირაძეს.

2019 წლის სექტემბერში აკადემიამ 65 წლის იუბილე მიულოცა აკადემიის წევრს- აკადემიკოსს, პოლკოვნიკს, ისტორიის დოქტორ, პროფესორ გელა ხუციშვილს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 2019 წლის ივნისის თვის N11 ჟურნალი „ უწყება“ მიუძღვნა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობას და მის ურთიერთთანამშრომლობას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან .

აკადემიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 წლის იუბილეს მიუძღვნა მნიშვნელოვანი კვლევა „საზოგადოება და პოლიცია“, რომლის შედეგები გაეგზავნა საქართველოს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას (2019 წლის 2 აპრილი).

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად აკადემია მის მიერ გამოცემულ ლიტერატურას უგზავნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

2019 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად გამოაცხადა 3 თვიანი სტაჟირება სტუდენტებისათვის, რომელსაც წარმატებით გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ოთხი წარჩინებული სტუდენტი: დარია სამოდუროვა, ანა მიხანაშვილი, თამარ ფიფია და რათა სიჭინავა.

საანგარიშო პერიოდში აკადემიამ გამოსცა ახალგაზრდა ავტორის ხათუნა (ხატია) ქარსელაძის უსაფრთხოებასა და დაზვერვასთან დაკავშირებული აკადემიის წევრ დავით სუჯაშვილისადმი მიძღვნილი ნოველა - „თავისუფლების ლაბირინთში“, რომლის პრეზენტაცია აკადემიის წევრების აქტიური მონაწიელობით გაიმართა 2019 წლის 15 დეკემბერს მწერალთა სახლში.

რაც შეეხება აკადემიის სამომავლო გეგმებს

ამჟამად აკადემია მუშაობს ამერიკელი კოლეგების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე:

1.       რა გავლენას ახდენს ადამიანის მიკრობიომი დანაშაულებრივ ქცევაზე

2.       სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ფიზიკური მომზადების კავშირი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასთან

3.       რა გავლენას ახდენს სოციალური გარემო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულობაზე.

4.       მართლწესრიგის დაცვის მიზნით საზოგადოების მიერ კიბერ სივრცის გამოყენება.

2019 წლის 26 ივლისს აკადმეიაში შეიქმნა ლიმოლოგიის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს ქვეყნის სასაზღვრო პოლიტიკაზე და არსებულ გამოწვევებზე. ინსტიტუტს უხელმძღვანელობენ აკადემიის წევრები, დარგის აღიარებული სპეციალისტები, პროფესორები, დოქტორები მანანა ხევედელიძე და გელა ხუციშვილი.

ასევე აკადემიამ 2019 წლის 26 ივლისს ამერიკელი კოლეგების მხარდაჭერით დააფუძნა „კრიმონოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო ტრენინგ-სკოლა“, ამით ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაეყრება სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას.

2020 წლის მაისში აკადემია გეგმავს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას „ვიქტიმოლოგიურ პრობლემებზე“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას გეგმავენ ამერიკელი, ევროპელი კოლეგები.

აკადემია ამთავრებს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონსულტატის სტატუსის „მინიჭებისთვის საჭირო პროცედურას, უკვე გახსნილია შესაბამისი ელექტრონული ბმული.

აკადემიას წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიასთან ერთად დაწესებული აქვს „წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახელობის პრემია“, რომელიც მიენიჭება სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმიანობისათვის მეცნიერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს. ჯერ-ჯერობით პრემია გაცემული არ არის.



 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 375 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< იანვარი 2020 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»