დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საჯარო ონლაინ ლექცია - „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა ტერორიზმთან ბრძოლაში, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2020 წლის 24 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ონლაინ ლექცია დოკუმენტური ფილმის ჩვენებით -„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა ტერორიზმთან ბრძოლაში, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“. აღნიშნული პროექტის ავტორია სინძიანის უნივერსიტეტის ექპერტ-კონსულტანტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია. პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით.

 

ონლაინ ლექციას ესწრებოდა 80-მდე პირი. იგი გახსნა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. ლექცია წარადგინა პროექტის ავტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი -„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა ტერორიზმთან ბრძოლაში, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“. ლექციის მონაწილეებს მიესალმა ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ვან ლინი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომაელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თინათინ ლობჟანიძემ, ოთარ არავიძემ, ლილი სალაძემ, მარიამ შონიამ, ნინო ბარამიამ, ანა ურდულაშვილმა, მეგი გვილავამ და პროფესორებმა: თამარ თავხელიძემ და დავით გუგავამ; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ანა სამაკაშვილმა, რეზო ჭუმბურიძემ, გიორგი რურუამ და გიული გვარაძემ.

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1744 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2020 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»