2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირები ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები ინგლისული და რუსული შესატყვისებით“ რომლის, ავტორია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მეორე გამცემა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური მხარაჭერით, რომელშიც გათვალისწინებულია პირველ გამოცემაში არსებული ტექნიკური და ტექსტური ხასიათის ხარვეზები, განხორციელებულია შესწორებები, ცვლილებები და დამატებები, თანამედროვე კრიმინოლოგიაში გამოყებენულ ტერმინებთან დაკავშირებით.
მეორე გამოცემის განხორციელებაში აქტიურად მონაწილობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარი კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან შენგელია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები ნინო ქემერტელიძე, მანანა მოსულიშვილი,მიხეილ ბაძაღუა, თინათინ ასათიანი და სამართლის მაგისტრი ირაკლი ბაღიშვილი