2009 წლის 28 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრმა, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების დახმარებით, სასტუმრო ”ამბასადორში” გამართა მრგვალი მაგიდა “ქალი და დანაშაულობა”.
მრგვალი მაგიდა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. “ადამიანებითა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში.
პროექტში მონაწილეობდნენ: სკოლის მოსწავლეები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები(ბაკალავრები, დოქტორანტები), პროფესორ – მასწავლებლები და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის კუთხით მუშაობენ.
მრგვალი მაგიდა გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ:
- მალხაზ ბაძაღუა –პროექტის ავტორი, ჟურნალ “კრიმინოლოგის” მთავარი რედაქტორი დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი;
- წოვინარ ნაზაროვა _ ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების თავმჯდომარე;
- მამუკა თავხელიძე – გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.
მრგვალი მაგიდა მიყავდათ:
- ნინო ოკრიბელაშვილს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი;
- აკაკი ჩალათაშვილს – ქ.თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ქ.თბილისის ბავშვთა საკრებულოს წევრი;
მოხსენებები წარმოდგენილ იქნა შემდეგ მონაწილეთა მიერ:
- ნატალია მაისურაძე – გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი;
- ნინო ჭუბაბრია – ასოციაცია “მკურნალი”, ვიცე-პრეზიდენტი;
- ნინო ციხისთავი – “კავკასიის ქალთა ქსელი” თავმჯდომარე;
- რომან ჯახიაშვილი - გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;
- თამარ აფრიამაშვილი _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი;
- ნინო კიკალიშვილი _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი;
- ნინო ენდელაძე _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი;
- გიგა გიგაშვილი - გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი;
- მარკ ჰულსტი _ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ზურაბ მხეიძე _ “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” კვლევითი ჭგუფის ხელმძღვანელი;
- გურამ ბარათაშვილი – ქ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლე;
- რუსუდან ვარსიმაშვილი – გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი;
- ნინო ნანიტაშვილი _ ქ.თბილისი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ქ.თბილისის ბავშვთა საკრებულოს წევრი;
- ქეთევან კვაჭანტირაძე _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი;
- მარინა შაქარაშვილი _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- ნათია ქააძე - გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი;
- ირმა მანჯავიძე _ “უფლება ჯანმრთელობაზე”- პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ლიკა გრიშიკაშვილი _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი;
- რუსუდან მეფარიშვილი _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი;
- სოფო ბარნაბიშვილი, _ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:
- მარინა თაბუკაშვილი – ფონდი “ტასო”;
- ბაია (თამარ) რომელაშვილი – სახალხო დამცველის ოფისი;
- ოთარ კვაჭაძე – დანაშაულის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი;
- მარინე კვაჭაძე- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი;
- მაია ბუჩუკური – ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
- ზაზა რუხაძე – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი;
- ქეთევან ჭელიძე - ასოციაცია "თანადგომა", თავმჯდომარე;
- ნატალია შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე;
- მიხეილ ბაძაღუა - გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საერთაშორისო იურიდიული ცენტრის დირექტორი.
მრგვალი მაგიდა, იყო შემაჯამებელი ეტაპი კვლევებისა, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეთა მიერ, საქართველოში არსებული ქალთა პრობლემების შესწავლის ეტაპზე. პროექტის მონაწილეებმა საკუთარ ნაშრომებსა და მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის პროცესში, წარმოადგინეს სხვადასხვა რეკომენდაციები ქალთა პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.