2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.
სწავლება მისასალმებელი სიტყვით გახსნა: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ
პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“ და სწავლების მონაწილეები წარადგინა უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ
თემა: „ეთიკის საფუძვლები“ მსმენელებს წარუდგინა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ფაჩულიამ
თემა: „საჯარო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფცია, პროფესიული ეთიკისა და ქცევის საკითხები“ მსმენელებს წარუდგინა საჯარო მმართველობის დოქტორმა თეა სამჭკუაშვილმა;
თემა: „სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების საქმიანობის ძირითადი პრინციპები, პროფესიული ეთიკისა და ქცევის საკითხები“ მსმენელებს წარუდგინა პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ
თითოეული თემის განხილვას თან ახლდა დისკუსია. სწავლების დასასრულს შემუშავდა დასკვნითი რეკომენდაციები. სწავლების მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.