დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის გელა ბანძელაძის სახელის მინიჭება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის ,,პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2018 წლის 24 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭრით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერეო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და  ა.(ა).ი.პ. დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთნ თნამშრომლობით განხორციელებული პროექტ „პროფესიული ეთიკის განვითარების’’ ფარგლებში, მოქმედი პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელის მინიჭების ცენერემონიალი, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის „პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა და პროექტის შეჯამება.

 

გელა ბანძელაძის შვილიშვილებმა მარიამ ბანძელაძემ და ელენე ივანიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს “გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი“

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, პროფესორ გელა ბანძელაძის ოჯახის წევრებმა შვილებმა და შვილიშვილებმა. შეხვედრა გახსნა და საზოგადოებას მიესალმა პროფესორი მამუკა თავხელიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი.

წიგნი “პროფესიული ეთიკის საფუძვლები“ წარადგინა და პროექტი “პროფესიული ეთიკის განვითარება“ შეაჯამა წიგნის ავტორმა და პროექტის ხელმღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

სიტყვით გამოვიდნენ:

პროფესორი რევაზ ბალანჩივაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, წიგნის რეცენზენტი.

პროფესორი ეკა ბესელია – სამართლის დოქტორი, საქართველოს პარლამანეტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარე, წიგნის რედაქტორი.

პროფესორი გივი ლობჟანიძე – იურდიულ მეცნიერებათ დოქტორი, პოლიციის თადარიგის გენერალ–მაიორი, გურამ თვართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის კათედრის გამგე, წიგნის რეცენზენტი.

პროფესორი ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თადარიგის გენერალ–ლეიტენანტი.

პროფესორი რომან შენგელია – იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ემერიტუსი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კერძო სამართლის კათედრის გამგე, დანაშაულობის კვლევისა და  პროგნოზირების ცენტრის მთავარი კონსულტანტი.

პროფესორი ზურაბ ხონელიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

გიორგი ხატიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი – სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

პროფესორი ივანე ამირხანაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის მონაწილე.

პროფესორი თემურ ბერიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი.

პროფესორი მარი ბანძელაძე – გელა ბანძელაძის ქალიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს მხარდაჭერისათვის, დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მონაწილეებს, რედაქტორებსა და რეცენზენტებს, თანამშრომლობისათვის და ქმედითი დახმარებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 952 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მარტი 2018 >
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»