დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრა მეცნიერ -მკვლევარებთან

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და მეცნიერ-მკვლევარებთან. შეხვედრას  უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი საკითხები, სტრატეგიული ხედვები, აღნიშნა ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხრიდან გამოქვეყნებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდამჭერ საინფორმაციო მასალაზე და დასმწრე საზოგადოებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და  მეცნიერ-მკვლევარებს მოუწოდა თანამშრომლობისაკენ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ  და აკადემიის საქმიანობაში ჩართულობაზე სურვილი გამოთქვეს პროფესორებმა: რომან შენგელიამ -ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი; გიორგი თოდრიამ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; მანანა ხვედელიძემ - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელოის უნივერსიტეტი; თეიმურაზ ბერიძემ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი ღლონტმა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი; მიხეილ მამნიაშვილმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გიმზერ ალანიამ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გელა ხუციშვილმა-თელავის სახელმწოფო უნივერსიტეტი; ვეფხვია გვარამიამ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სალომე კაპანაძემ - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; თეა სამჭკუაშვილმა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; დავით გუგავამ - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, დოქტორანტმა ილია რუსიამ - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომლებმაც აკადემის პრეზიდენტს განცხადებით მიმართეს აკადემიაში გაწევრიანების თაობაზე.

აკადემიის პრეზიდენტმა დასვა საკითხი აკადემიის სათაათბირო ორგანოს - საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებასთან  და საბჭოს თავმჯდომარედ პროფესორ რომან შენგელიას არჩევასთან დაკავშირებით. რასაც შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

გადაწყდა ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით შემუშავდეს აკადემიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, ასევე მომზადდეს აკადემიის მიმართვის წერილები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე.

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1768 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< სექტემბერი 2018 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»