დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

აკადემიის წლის შემაჯამებელი სხდომა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წლის შემაჯამებელი სხდომა. აკადემიის საქმიანობის წლიური ანგარიშით წარსდგა აკადემიის დამფუძნებელი - პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

ანგარიშის ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: თეიმურაზ ბერიძემ, მანანა ხვედელიძემ, თეიმურაზ ფაჩულიამ, გელა ხუციშვილმა, თეიმურაზ მურღულიამ, მიხეილ მამნიაშვილმა, გიმზერ ალანიამ, ავთანდილ ხაზალიამ, დავით გუგავამ.

სხდომაზე აკადემიის წევრის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ, პროფესორებს: ზურაბ ხონელიძეს, გიორგი თოდრიას, თიმურაზ მურღულიას, თეიმურაზ ფაჩულიას, თეიმურაზ ბერიძეს, მიხეილ მამნიაშვილს, გელა ხუციშვილს, გიმზერ ალანიას, ვეფხვია გვარამიას, მანანა ხვედელიძეს, ავთანდილ ხაზალიას, დავით გუგავას, ირაკლი გაბისონიასა და ჯემალ გაბელიას. საქართველოს კირმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს ვლადიმერ (ლადო) კახაძეს.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის წლიური ანგარიში

(2017 წლის 27 დეკემბრიდან - 2018 წლის 27 დეკემბრაემდე)

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი წესდების საფუძველზე დაფუძნდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაში გატარდა 2017 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნული აკადემია არაფორმალურად წარმოადგენს ა.ა.ი.პ. ,,დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის’’ სამართალმემკვიდრეს.

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ვებ-გვერდი გადაკეთდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდად www.gcsa.org.ge სადაც განთავსებული აკადემიიის აქტივობები. ასევე სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,კრიმინოლოგი’’, რომლის თანადამფუძნებელია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი შევიდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში.

წესდების თანახმად, მიღებული იქნა დამფუძნებელ-პრეზიდენტის 13 გადაწყვეტილება:

-აკადემიის წევრად -აკადემიკოსად არჩეული 19 მეცნიერი,აკადემიის წევრად 6 მეცნიერი, საპატიო წევრად-საპატიო აკადემიკოსად - 3 საქართველოსა (ოთარ კვაჭაძე, გურამ გვეტაძე და ლადო კახაძე) და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე (კრის ესკრიჯი).

აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირეის ინსტიტუტში მიღებული იქნა მეცნიერ-მკვლევარად ილია რუსია და მკვლევარად მერი მაისურაძე.

ამავე პერიოდში გარდაცვალების გამო ჩვენს რიგებს გამოაკლდა აკადემიის საპატიო წევრი ოთარ კვაჭაძე, რასაც აკადემიამ მიუძღვნა სამძიმრის წერილი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში.“

მომზადდა წესდებაში შესატანი ცვლილებები (აკადემიკოსისა და საპატიო აკადემიკოსის სტატუსის შემოღებასთან დაკავშირებით).

დამტკიცდა აკადემიის სტრუქტურა-აკადემიის სათათბირო ორგანო-სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო-პროფესორ რომან შენგელიას ხელმძღვანელობით; აკადემიის საორგანიზაციო დეპარტამენტი - პროფესორ დავით გუგავას ხელმძღვანელობით, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ინსტიტუტი, აკადემიის საზოგადოებრივი პალატა.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორი სხდომა 2018 წლის 23 ოქტომბერსა და 13 დეკემბერს. დამტკიცდა აკადემიის წევრის - აკადემიკოსის საპატიო წევრის დიპლომის ნიმუში; დაწესდა აკადემიის წმინდა გიორგი ჭყონდიდელ -მწიგნობართუხუცესის სახელობის ყოველწლიური პრემია; განხილულ იქნა აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას კვლევის ანგრიში „საზოგადეობა და პოლიცია“.

ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოებამ (ASC) მისი აღმასრულკებელი დირექტორის, პროფესორ კრის ესკრიჯის ხელმძღვანელობით მხარი დაუჭირა აკადემიის დაარსებას და თავის საინფორმაციო ჟურნალში ( 2018 წლის N44 გამოცემა) რომელიც ელექტორნული და ბეჭვდითი სახით ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით, გამოაქვეყნა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ინფორმაცია აკადემიის დაარსების, მისი ამოცანებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

აკადემია თანამშრომლობს ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით ამერიკის, ევროპისა და აზიის კრიმინოლოგებთან.

ა.წ. 18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აღნიშნულ უნივერსიტეტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ა.წ. 25 ოქტომბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 29-30 ნოემბერს ჩაატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები”, რომლის პლენარულ და სექციურ სხდომებზე მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ მეცნიერები: გერმანიიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, არგენტინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, კორეიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: მალხაზ ბაძაღუამ, ზურაბ ხონელიძემ , ჯემალ გახოკიძემ, ავთანდილ ხაზალიამ, ვეფხვია გვარამიამ

ამერიკელი კოლეგების მხარდაჭერით აკადემია რეგისტრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კონსულტატის სტატუსით და ინფორმაცია განთავსებულია გაეროს ვებ- გვერდზე. სამომავლოდ საჭიროა სპეციალური ფორმების შევსება ინგლისურ ენაზე და გაეროს ვებ-გვერდზე განთავსება.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადმიკოს გიორგი კვესიტაძის შემოთავაზებით აკადემიის პერიოდულ გამოცემა „უწყება“-ში დაეთმობა კრიმონოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას სპეციალური ნომერი, რომელიც მოსამზადებელია

დაგეგმილი გვაქვს აკადეიმიის ორგანიზებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით მომავალი წლის მაისის თვეში ჩატარდეს ფრანგი მეცნიერ - ანთროპოლოგ პაულო ტოპინარდოს მიერ ტერმინ კრიმინოლოგიის შემოღების 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი-კონფერენცია „კრიმინოლოგიის მნიშვნელობა სახელმწიფოში და მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“ .

აკადემიის პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა

 


 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1764 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< იანვარი 2019 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»