დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მესამე სხდომა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2019 წლის 15 მარტს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მესამე სხდომა.

აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა პოლიციის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ჟურნალ ,,კრიმინოლოგის’’ სარედაქციო კოლეგიის წევრს.

აკადემიის წევრის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ: პროფესორებს - რომან შენგელიას, პეტრე დაუთაშვილს, მაია ნადარეიშვილს, სალომე კაპანაძეს.

სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  1. აკადემიის საპატიო წევრად-საპატიო აკადემიკოსად არჩეულ იქნა ცნობილი იურისტი და საზოგადო მოღვაწე თენგიზ ქავთარაძე.
  2. აკადემიის წევრად არჩეულ იქნენ პროფესორები: სამართლის დოქტორი პოლიკარპე (თემური) მონიავა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სოფიო მიდელაშვილი.
  3. აკადემიის მეცნიერ-მკვლევარად მიღებულ იქნა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბადრი ნაჭყებია.
  4. ცვლილებები შევიდა ჟურნალ ,,კრიმინოლოგის’’ სარედაქციო პოლიტიკაში, ჟურნალს სამეცნიერო-პრაქტიკულთან ერთად დაეკისრა საინფორმაციო ფუნქცია. ასევე სარედაქციო პოლიტიკის და კოლეგიის გათვალისწინებით მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი.
  5. დამტკიცდა აკადემიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,კრიმინოლოგიის მნიშვნელობა სახემწიფოში და მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში’’ ორგანიზაციული საკითხები: ა) კონფერენციის ჩატარების პროგრამა და ბ) ტექნიკური ღონისძიებები.

 

სხდომას ესწრებოდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიის წევრებმა: გურამ გვეტაძემ, რომან შენგელიამ, დავით გუგავამ, გელა ხუციშვილმა, გიმზერ ალანიამ, მანანა ხვედელიძემ, მაია ნადარეიშვილმა, ავთანდილ ხაზალიამ, სალომე კაპანაძემ, პეტრე დაუთაშვილმა, მიხეილ მამნიაშვილმა, პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, სოფიო მიდელაშვილმა, თენგიზ ქავთარაძემ, ასევე აკადემიის მეცნიერ-მკვლევარებმა: ილია რუსიამ, მერი მაისურაძემ, ბადრი ნაჭყებიამ.

სხდომის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1377 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მარტი 2019 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»