დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ პრეზენტაცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF



2019 წლის 22 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა - განხილვა.

წიგნი ეძღვნება თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - ტერორიზმის ანატომიას, საქართველოს ჭრილში, რომელშიც განხილულია საერთაშორისო ტერორიზმის თეორიული, სამართლებრივი, ისტორიულ-პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური, კონტრტერორისტული საქმიანობის საერთაშორისო და ეროვნული შემადგენელი.

პრეზენტაცია შესავალი სიტყვით გახსნა - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შერვაშიძემ .

პრეზენტაციაზე წიგნი განსახილველად წარადგინა ავტორმა, საჯარო მმართველობის დოქტორმა დავით სუჯაშვილმა.

პრეზენტაციის მოდერატორობას უწევდა - წიგნის რეცენზენტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, თსუ-ის პროფესორი ჯაბა სამუშია.

წიგნის წარდგენა-განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ:

  • წიგნის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე.
  • წიგნის რეცენზენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ის პროფესორი ზურაბ აბაშიძე.
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ის პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე.
  • წიგნის რეცენზენტი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შოთა დოღონაძე.
  • საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი.
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია.
  • სტრატეგიული გამოკვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი.
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-მკვლევარი, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია.
  • ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვასილ კაჭარავა.

 

გამოითქვა მოსაზრება აღნიშნული მონოგრაფიული კვლევის საფუძველზე საუნივერსიტეტო სივრცეში სპეციალური კურსის შემოტანის და ასევე, წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნის აუცილებლობის შესახებ.

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2050 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მარტი 2019 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»