დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

აკადემიის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

ამა წლის 29 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით და აშშ-ს კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით ჩასატარებელი მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებეათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: მინდია უგრეხელიძემ, თეიმურაზ ფაჩულიამ, თეიმურაზ ბერიძემ, მიხეილ მამნიაშვილმა, გიმზერ ალანიამ, პოლიკარპე (თემურ) მონიავამ , გელა ხუციშვილმა ასევე მედეიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციული აპარატის უფროსმა ფელიქს კალანდარიშვილმა, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.

შეხვედრაზე გადაწყდა: საერთაშორისო კონფერენცია გაიმართოს პანდემისთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით 2020 წლის 26 ივნისს 16:00 საათზე. უცხოელი მონაწილეების ონლაინ ჩართით.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებთა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაუამ აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადასცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადმიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს.







 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2015 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავნისი 2020 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»