2021 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩაატარა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“
რომელიც მიუძღვნა ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;
კონფერენცია მონაწილეებს მიესალმნენ:
-საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;
-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე;
-ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი, კრის ესკრიჯი (აშშ);
-ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი კაროლ კარსკი (პოლონეთი);
-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე;
-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში;
-ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი მარინე კვაჭაძე;
-საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც ნაყოფიერი სამეცნიერო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ილია ჭავჭავაძის სახელობის მედელი გადასცა.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს:
- პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; პროფესორმა მიხეილ ბაძაღუამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - კრიმინოლოგიური კვლევების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - ლეგიმეტრიული კვლევის გამოყენება დანაშაულობის პრევენციაში;
- პროფესორმა რომან შენგელიამ, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - პრობლემის სიმწვავის სრულად შეცნობის აუცილებლობა;
- პროფესორმა ჯონ ლაუბიმ (აშშ), მეირლენდის უნივერსიტეტი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოება; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - იუსტიციის ნაციონალური ინსტიტუტის წინსვლა;
- პროფესორმა კაროლ კარსკიმ (პოლონეთი) - ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრი; ვარშავის უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - სისხლის სამართლის სფეროში გამოძიების პროცესში ახალი ცვლილებები: ევროკავშირის გამოცდილება;
- პროფესორმა ვიტალი კვაშისმა (რუსეთი) - რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - საით მიემართება რუსული კრიმინოლოგია?
- პროფესორმა ელზბიეტა კარსკამ (პოლონეთი) - გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სააგენტოს შექმნის წინადადება როგორც ევროკავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯები ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ;
- ასოცირებულმა პროფესორმა დავით სუჯაშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - ტერორიზმის კვლევა მასთან წარმატებული ბრძოლის წინაპირობაა;
- ასოცირებულმა პროფესორმა გივი აბაშიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - დამნაშავის პიროვნების კვლევა, როგორც მთავარი ფაქტორი დანაშაულობის ერთიან სისტემაში;
- პროფესორმა, დოქტორი თემურ ფაჩულიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - ფსევდოეთიკა და კრიმინოგენეზი;
- პროფესორმა მიხეილ მამნიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - არასაპატიმრო სასჯელის სახეები და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პრობლემები;
- ასოცირებულმა პროფესორმა გიმზერ ალანიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; დოქტორი თამარ მამნიაშვილი; - დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენის პრობლემატიკა გამოძიების სტადიაზე;
- პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; დოქტორი ზაზა ბეროზაშვილი, სამხრეთ კავკასიის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი - ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სუბიექტები და მიწოდების შემცირების სტრატეგია.
- პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - ეკონომიკური ზრდა: თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზღვრულობა;
- პროფესორმა მაია ნადარეიშვილმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - კიბერდანაშაულის პრევენციის კრიმინოლოგიური მხარე
- პროფესორმა დავით გუგავა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - სამეცნიერო კვლებვების მნიშვნელობა სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარებაში;
- პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - ომის და გენოციდის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის ევოლუცია, თანამედროვე გამოწვევები და საქართველოში ჩადენილი ქმედებების დასჯადობის საფუძვლები;
- ასოცირებულმა პროფესორმა დავით გონდაური, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; დოქტორმა ეკატერინე მიქაუტაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; - არასრულწლოვანთა დანაშაულობის პრევენციაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;
- დოქტორმა თამარ ჩიკვილაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია; - საჯარო დაწესებულებაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები;
- დოქტორანტმა თამარ ლანჩავამ, საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი; - კიბერდანაშაულობის დეტერმინანტები პანდემიის პირობებში;
კონფერენციის მუშაობა შეჯამება საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც აკადემიის წევრის დიპლომები გადასცა პროფესორებს თედო ჯაფარიძესა და გიორგი ხატიძეს,ასევე აკადემიის მადლობის სიგელები გადადასცა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებლებსა და აქტიურ წევრებს.