„ახალგაზრდობა დანაშაულობის წინააღმდეგ“ პროექტი, რომელიც 2007 წლის 15 სექტემბრიდან ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსისტეტთან ერთობლივად.
პროექტის მიზნები და ამოცანებია:
- ახალგაზრდობის მართლშეგნების დონის ამაღლება;
- ახალგაზრდობის ჩაბმა სამეცნიერო–პრაქტიკულ საქმიანობაში;
- ახალგაზრდობის, მათ შორის, არასრულწლოვანთა დანაშაულობის მდგომარეობის და მიზეზების შესწალა;
- არასრულწლოვანებთან, ნარკომანიასთან, ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულობის თავიდან აცილების მიზნით მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის გააქტიურებისათვის ღონისძიებების შემუშავება.
პროექტის საქმიანობის ფორმებია:
- მრგვალი მაგიდის მოწყობა თემებზე:
– „არასრულწლოვანი და დანაშაულობა“;
– „ახალგაზრდობა და ნარკომანია“;
– „ახალგაზრდობა და ტრეფიკინგი“.
- მუდმმოქმედი დარბაზის ჩამოყალიბება მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის, მეცნიერ–მკვლევარების და პრაქტიკოს–სპეციალისტების მონაწილეობით;
- სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მრგვალ მაგიდაზე განსახილველ საკითხებზე; – ელექტრონული და ბეჭდვითი ჟურნალის „კრიმინოლოგი“ გამოცემა.
პროექტის ხელმძღვანელი: მალხაზ ბაძაღუა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის სრული პროფესორი