დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

სოციოლოგიური კვლევა სამართალმცოდნეებს შორის

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ჩატარდა ანკეტორების მეთოდით სოციოლოგიური კვლევა სამართალმცოდნეებს შორის "კრიმინოლოგიის ადგილი და როლი საზოგადოების განვითარებაში"; სულ კვლევაში ჩართული იყო 50 სამართალმცოდნე.

1. კითხვაზე "გქონიათ თუ არა შეხება კრიმინოლოგიასთან სად და რა ფორმით"?

  • გამოკითხულთაგან უმაღლეს სასწავლებლებში კურსი გაიარა - 40-მა რესპოდენტმა;
  • შეხება არ ჰქონდა – 10 რესეპოდენტს.

2. კთხვაზე "გამოგიყენებიათ თუ არა კრიმინოლოგია პრაქტიკულ ან სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში"?

  • გამოკითხულთაგან, მხოლოდ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში გამოიყენა 6-მა რესპოდენტმა;
  • არ გამოუყენებია 44 რესპოდენტს;

3. კითხვაზე "დაგვისახელეთ თქვენთვის ცნობილი კრიმინოლოგები"

  • ვერ დაასახელა 1-მა რესპოდენტმა.
  • 49 რესპოდენტის მიერ სხვადასხვა სიხშირით დასახელდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიმინოლოგები:
  • ქართველი - ზაურ წულაია; გიორგი თოდრია; გიორგი ღლონტი; მალხაზ ბაძაღუა; ჯემალ ჯანაშია; დავით მუმლაძე; პეტრე დაუთაშვილი .
  • უცხოელი - გაროფალო; ტოპინარდო; შელი; ბეკარია; პლატონი; არისტოტელე; ადლერი; მიულერი; დოლგოვა; ლომბროზო.

4. კითხვაზე "როგორია თქვენი მოსაზრება კრიმინოლოგიის ევროპული და ამერიკული სისტემების თაობაზე"?

  • გამოკითხულთაგან ევროპულ სისტემას ემხრობა – 17 რესპოდენტი;
  • ამერიკულს – 7 რესპოდენტი;
  • ვერ გასცა პასუხი -26 რესპოდენტმა.

5. კითხვაზე "რომელი კრიმინოლოგიური მეთოდებია თქვენთვის ცნობილი"?

  • გამოკითხულთაგან სხვადასხვა მეთოდი დაასახელა – 35 რესპოდენტმა;
  • ვერ გასცა პასუხი -15 რესპოდენტმა;

6. კითხვაზე "როგორია თქვენი მოსაზრება კრიმინოლოგიის განვითარების თაობაზე?

  • გამოკითხულ რესპოდენტთა 100% მიიჩნევს, რომ საჭიროა კრიმინოლოგიის განვითარება, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს უმაღლეს სასწავლებლებში ამ მეცნიერების შესწავლას, საჭიროა ასევე კრიმინოლოგიური კვლევების დაწესებულებების შექმნა, კრიმინოლოგიის მეცნიერებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კავშირის განმტკიცება, რადგან უფრო ღრმად იქნეს შესწავლილი: დანაშაულობა, სოციალური გადახრები, დამნაშევე და დაზარალებული პიროვნება, დანაშაულის ჩადენის მიზეზები და პირობები, მოხდეს მათი ანალიზი, კრიმინოლოგიური ხერხებით შემცირდეს დანაშაული და უმეტეს შემთხვევებში მისი თავიდან აცილება ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის.
 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1916 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მაისი 2010 >
          1 2
3 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»