დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მნიშვნელოვანი გამოცემა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოცემულ ნაშრომში „ბავშვები - ტერორიზმის მომავალი“ ავტორი, ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დავით სუჯაშვილი, სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო დანაშაულობების, ტერორიზმის ჭრილში ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის კიბერდამოკიდებულებასა და მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან მომავალ თაობაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ბავშვები, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად აქცია, რომელთა შემდგომი ჯანსაღ საზოგადოებაში რეინტეგრაციაც უდიდეს გამოწვევად რჩება.

მით უფრო, რომ დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღების დღის წესრიგი აგებულია პანდემიის გარშემო, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანთა ჯანმრთელობის, ეკონომიკური და განათლების პრობლემები, თითქმის ონლაინ რეჟიმში გადასვლის ავკარგიანობა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფონზე ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მათ ინტერნეტ სივრცესთან მიჯაჭვულობის ხარისხს ზრდის. შედეგად ვიღებთ თაობას, რომლისთვისაც ზღვარი რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის საკმაოდ ბუნდოვანი ან სრულიად გამქრალია. აღნიშნული, თავის მხრივ მოიაზრებს საფრთხეების მრავალგვარობას, რომელთა მიმართ ყველაზე მოწყვლადები ბავშვები არიან. რაც აისახა, ბოლო პერიოდში ახალგაზრდა თაობაში ძალადობრივი ქმედებებისადმი ზრდაში. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ნაშრომში განხილული ბავშვების პრობლემა საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

ავტორის სამართლიანი მიზანია საზოგადოების მხრიდან გაანალიზდეს და შეფასდეს ზემოთ მოყვანილი ფაქტორები, რაც საშუალებას მისცემს ცივილიზებულ სამყაროს სწორ ჭრილში დაინახოს მის წინაშე არსებული გამოწვევები.

ნაშრომი პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შენაძენია საერთაშორისო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისათვის.

წიგნის რედაქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე


დავით სუჯაშვილი - „ბავშვები - ტერორიზმის მომავალი“

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1980 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2020 >
  1 2 3 4 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»