გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან ერთად ანხორციელებს საქართველოს სინამდვილეში ანალოგის არმქონე პროექტს „კრიმინოლოგიის ძირითადი ტერმინებს განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თხოვნით, პროექტში ჩართულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფო და სამართლის და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტები.
წარდგენილი პროექტი, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს პრეზიდენის ბატონ გიორგი მარგველაშვილის მიერ და სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 მარტის განკარგულებით. Read more
|