2018 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა.
სხდომას ხელმძღვანელობდნენ აკადემიის დამფუძნებელი პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი რომან შენგელია.
აკადემიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ აკადემიის საპატიო წევრის, თადარიგის პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძის ხსოვნას.
განხილული იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები:
- აკადემიის სტრუქტურა;
- აკადემიის წევრისა და საპატიო წევრის დიპლომის ნიმუშები;
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტი;
- საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხი;
- 2019 წლის აპრილის თვეში საერთაშორისო ფორუმის „კრიმინოლოგიის ადგილი მეცნიერებთა სისტემაში“ საორგანიზაციო საკითხი;
- აკადემიისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონსულტატის სტასუსის მოპოვების საკითხი;
სხდომას ესწრებოდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიის წევრებმა:
დავით გუგავამ, გიმზერ ალანიამ, გიორგი თოდრიამ, მანანა ხვედელიძემ, თეიმურაზ ბერიძემ, მაია ნადარეიშვილმა, მიხეილ ბაძაღუამ, ავთანდილ ხაჟალიამ, ჯემალ გახოკიძემ, მამუკა თავხელიძემ, სალომე კაპანაძემ.
აკადემიის საპატიო წევრებმა: გურამ გვეტაძემ და ვლადიმერ (ლადო) კახაძემ.
სხდომის მონაწილეებმა გარკვეული კორექტირებით მოიწონეს დღის წესრიგით განხილული საკითხები. Read more
|