2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.