2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომრის პრეზენტაცია.
საანგარიშო კრებაზე მოხსენებით „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (2022 წლის 31 მარტიდან-2022 22 დეკემბერი) წარსდგა , აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა მანვე აკადემიის წევრებს წარუდგინა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომერი. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეგობარმა, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: გიორგი თოდრიამ, ჯემალ გახოკიძემ, ეკა ბესელიამ, ზაურ ამილახვარმა, ბადრი ნაჭყებიამ, პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, თემურ მურღულიამ.
Read more
|