დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2018 წლის 18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას სახემძღვანელოს „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“ წარდგენა, რომელიც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და ა.(ა) ი.პ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით. .მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს: - სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო კონფერენციის - სიმპოზიუმის ჩატარებას და ჟურნალ „კრიმინოლოგისათვის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების შექმნას, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტაჟირების უზრუნველყოფას, კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებას.

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო უნივერსიტეტის წინაშე დასახული ამოცანები, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ ისაუბრა კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ამოცანებზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე წარადგინა სახელმძღვანელო „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“, რომლის რედაქტორები არიან: პროფესორი მამუკა თავხელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი ეკა ბესელია - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.

წიგნის რეცენზენტები არიან: პროფესორი გივი ლობჟანიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიციის თადარიგის გენერალ - მაიორი და პროფესორი ჯემალ გაბელია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი, პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი. წიგნის რეცენზენტმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ ბალანჩივაძემ აღნიშნა, „ჩვენი საზოგადოება, როგორც ჩანს, ისე შეეჩვია უზნეობას, რომ ამ თემაზე წერაც კი არააქტუალური და უინტერესო გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი წიგნი ეთიკის საკითხებზე პროფესორების გელა ბანძელაძის და გერონტი შუშანაშვილის შემდეგ არც კი დაწერილა. ეთიკის მეცნიერებაში აღნიშნული ნაკლის შევსების ერთ-ერთ სერიოზულ მცდელობად ჩვენ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნი „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“ მიგვაჩნია.

სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი რომან შენგელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის კერძო სამართლის კათედრის გამგე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარი კონსულტანტი; მიხეილ მამნიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორი; თემურ ბერიძე - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემურ ფაჩულია - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროექტ - „პროფესიული ეთიკის განვითარების“ მონაწილე; სალომე კაპანაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პორიფესორი; პროფესორი ოთარ ჟორდანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; მანანა ხვედელიძე - დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი, სამართლის დოქტორი, პოლკოვნიკი,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; პროფესორი ვეფხია გვარამია- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი.

გამომსვლელები მიესალმნენ ახალდად დაარსებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და მაღალი შეფასება მისცეს „პროფესიული ეთიკის საფუძვლების“ სახელმძღვანელოს, ასევე დაისვა საკითხი სამართლის ფაკულტეტებზე მისი სწავლების შესახებ და სხვა.

 

 

 

 

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 396 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მაისი 2018 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»