დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2019 წლის 24-26 მაისს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში”, რომელიც მიეძღვნა ფრანგ ექიმ-ანთროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგიის“ შემოღებიდან 140 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში, ამა წლის 24 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის მონაწილე აშშ-ის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი. ასევე, შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, სადაც სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საზღვარგარეთიდან მოწვეული მეცნიერ-მკვლევარები წარუდგინა, ასევე ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს. ამასთან, ფაკულტეტის დაარსებიდან 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა ფაკულტეტს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რფ-ის შსს-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ვიტალი კვაშისი, აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი მაინჰუნ რო და აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეი-სან ლი. მოწვეულ სტუმრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის გაიმართა დისკუსია თანამედროვე კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

 

 

ამავე დღეს, საზღვარგარეთიდან მოწვეულ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ამერიკული კრიმინოლოგიის სისტემაზე და სწავლების მეთოდიკაზე, მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება.

 

 

25 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მოწვეული სტუმრები წარუდგინა და კონფერენციის რეგლამენტი გააცნო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. კონფერენციას მიესალმნენ: გერმანიის მაქს პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამმიხი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გივი აბაშიძე, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, პროფესორი მარინე კვაჭაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ბესელია, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი შოთა ფაფიაშვილი. ასევე, კონფერენციის მონაწილეებმა დაბადებიდან 90 წლის იუბილე მიულოცეს კონფერენციის საპატიო სტუმარს, გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, ვიქტორია სირაძეს, რომელსაც გადაეცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის დამადასტურებელი სიგელი.

კონფერენციის უძღვებოდა პროფესორი ჯემალ გახოკიძე. მოხსენებებით გამოვიდნენ:

  • პროფესორი მალხაზ ბაძაღუა - „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“;
  • პროფესორები მიანჰუნ რო და ჯეი-სან ლი - „კრიმინოლოგიისა და მართლმსაჯულებაში სამხილებზე დაფუძნებული პრაქტიკის ცვლილების მოდელი“;
  • პროფესორი ვიტალი კვაშისი - „კრიმინოლოგია: მნიშვნელობა და ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“.
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი თოდრია - „კრიმინოლოგიის თეორიის ზოგიერთი პრობლემა“;
  • გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძე - „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის კრიმინოლოგიური ასპექტები“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ ჯანაშია - „საბაზისო თეზისები თანამედროვე ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების გენეზისისა და სისტემატიზაციის კრიმინოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი გიორგი ღლონტი - „ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია: სამართლებრივი მიდგომები და შედარებითი ანალიზი“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი დავით გუგავა - „კრიმინოლოგიის მნიშვნელობა მართლმსაჯულების სისტემაში“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - „საკუთრების კრიმინოლოგიური ასპექტები“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია - „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების როლი საერთაშორისო დანაშაულობის პრევენციაში“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა ხვედელიძე: „ზოგი სახელმწიფოს კონსტიტუციის ძირითად დებულებებში კრიმინოლოგიის ასპექტები“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია - „აქსიოლოგიისა და კრიმინოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები“;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი ნანა ლომაია: „კრიმინოლოგიის მნიშვნელობა ქართულ მედიასივრცეში“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე დაუთაშვილი: „კრიმინოლოგიური აზროვნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ჭრილში“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი გელა ხუციშვილი - „ქვეყნის ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეების პროგნოზირება და მათი თავიდან აცილების კერიმინოლოგიური გზები“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პოლიკარპე (თემური) მონიავა - „„ნულოვანი ტოლერანტობის“, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა გამოძიების ფორმებსა და მეთოდიკაზე“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის აკადემიის მეცნიერ-მკვლევარი, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის დირექტორი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბადრი ნაჭყებია - „ტრანსნაციონალური დანაშაულობის განვითარების ძირითადი ტენდენციები“;

კონფერენციაზე განსახილველად ასევე წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი - „მართლმსაჯულება და მართლმსაჯულები სისტემა აშშ-ში“;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი დავით სუჯაშვილი - „საერთაშორისო ტერორიზმის პრევენციის მექანიზმები საქართველოს კონტექსტში“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე - „რბილი ძალა - საუნივერსიტეტო დიპლომატია“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია - „დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ახსნა ინტეგრირებული მეთოდების გამოყენებით“;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გივი აბაშიძე - „კრიმინოლოგიის მნიშვნელობა, მისი ადგილი და როლი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მაია ნადარეიშვილი - „დანაშაულის ფსიქო-პოლიტიკური ანალიზი“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიმზერ ალანია და ავთანდილ ხაზალია - „საგამოძიებო მოქმედებებში კრიმინოლოგიიის მახასიათებლების ეფექტურად გამოყენების აქტუალური საკითხები“;
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ბაძაღუა - „კრიმინოლოგიური ექსპერტიზა, როგორც ნორმაშემოქმედებითი და სამართალშემოქმედებითი შეფასების საშუალება“;
  • საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ანზორ ჩუბინიძე - „დაცვის სპეციალური სამსახური, როგორც ვიქტიმების შემცირების სახელმწიფო მექანიზმი“.

მოხსენებების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, ჯემალ გახოკიძემ, მალხაზ ბაძაღუამ, პოლიკარპე მონიავამ, ეკა ბესელიამ, მიხეილ მამნიაშვილმა, ელიკო წიკლაური-ლამმიხმა, ჯემალ ჯანაშიამ, ბადრი ნაჭყებიამ და ბესიკ კვირიკაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სტუდენტების სახელით მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ ტურიაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებისადმი პროფესორ კრის ესკრიჯის მისასალმებელი წერილი გააცნო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის კოორდინატორმა საერთაშორისო საკითხებში მედეა ბაძაღუა-სანაიამ.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, ამავე აკადემიის ჟურნალის რედაქტორი ენვერ ნიჟარაძე, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი ავთანდილ აბაშიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ შეაჯამა კონფერენციის შედეგები და მონაწილეებს აცნობა, რომ კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალ „კრიმინოლოგში“, ხოლო გამოთქმული მოსაზრებები ეცნობება შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მანვე მონაწილეებს გადასცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ხოლო აკადემიის საპატიო წევრის დიპლომები გადაეცათ პროფესორებს: მინდია უგრეხელიძეს, მაინჰუნ როს, ჯეი-სან ლის და ვიტალი კვაშისს, ასევე თენგიზ ქავთარაძეს. აკადემიის წევრის დიპლომები გადაეცათ პროფესორებს: ჯემალ ჯანაშიასა და პოლიკარპე (თემური) მონიავას.

კონფერენციის ფარგლებში ამა წლის 27 მაისს აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეი-სან ლი შეხვდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, სადაც მათ შორის გაიმართა დისკუსია თანამედროვე კრიმინოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე.

 

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 2029 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< მაისი 2019 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»