სტაჟირების ვადა განისაზღვრება სამი თვით.
კონკურსი ტარდება იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა:
ა) სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს;
ბ) სამართლის ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ა) მონაწილეობა სამუშაო პროცესებში სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით;
ბ) მონაწილეობა ორგანიზაციულ: ადმინისტრაციულ და ტექნიკურ საქმიანობაში;
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად უნდა ფლობდეს არანაკლებ ერთ უცხო ენას.
ბ) სათანადოდ უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) დახასიათება ან რეკომენდაცია;
ბ) განცხადება;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ორი ფოტოსურათი.
საბუთები მიიღება 2019 წლის 7ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საბუთების მიღების დასრულებისთანავე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჯ.ბაგრატიონის ქ. N6,
ტელ: 577400312; 577277733
032 2477963
e-mail: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript