ქ. თბილისი 3 ივნისი, 2021 წელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - “საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის“ (შემდგომში -აკადემია) (ს/კ 405245809) დამფუძნებელმა, მალხაზ ბაძაღუამ (პ/ნ 01011005746) მივიღე გადაწყვეტილება აკადემიის წესდებაში შევიდეს ცვლილებები და მოხდეს წესდების განახლებული რედაქციის დარეგისტრირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
აკადემიის წესდების 5.2.2. და 5.2.3. პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო 1.1; 1.8.2; 3.4; 5.2; 5.2.1; 5.3; 5.3.1; 5.6; 5.6.5; პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- „1.1. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ (შემდგომში-აკადემია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;“
- “1.8.2. ხელი შეუწყოს კრიმინოლოგიაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებასა და წახალისებას;“
- “3.4. საწესდებო მიზნების მისაღწევად დამფუძნებელს აქვს უფლება აკადემიაში შექმნას ან/და გააუქმოს სხვადასხვა მუდმივი ან დროებითი საბჭოები, კომისიები, სამუშაო ჯგუფები, ინსტიტუტები, დეპარტამენტები და პალატები; დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები.“
- “5.2. აკადემიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს/უცხო ქვეყნის მოქალაქე - აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;“
- “5.2.1. აკადემიის წევრი - აკადემიკოსი შეიძლება იყოს მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირი, რომელსაც 6 წელზე მეტი ხანია აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.“
- “5.3. აკადემიის საპატიო მეგობრის, საპატიო წევრის - საპატიო აკადემიკოსის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:“
- “5.3.1. იურიდიულ ან აკადემიური ხარისხის არ მქონე ფიზიკურ პირს, რომელმაც საქართველოში ან საზღვარდარეთ თავისი საზოგადოებრივი და სამეცნიერო – პრაქტიკული საქმიანობით ხელი შეუწყო კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითერაბას.“
- “5.6. წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა/შეჩერება:“
- “5.6.5. აკადემიის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძველზე;“
დამფუძნებელ-პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა